სიახლეები
- მთავარი
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #ჩემიუნივერსიტეტი: გურამ გეთია | კომპიუტერული...

- 02/06/2025
#ჩემიუნივერსიტეტი: გურამ გეთია | კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა
გაიცანით IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გურამ გეთია რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი
“IBSU-მ მომცა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ვისწავლო კომპიუტერული მეცნიერება ინგლისურ ენაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს პროფესიულ განვითარებაში. უნივერსიტეტის მრავალფეროვანი გარემო მაძლევს საშუალებას, ყოველდღიურად განვვითარდე როგორც ტექნიკური, ასევე საკომუნიკაციო და ანალიტიკური კუთხით.
უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესი ფოკუსირებულია პრაქტიკაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და პროექტებზე, რაც ხელს უწყობს ცოდნის რეალურ სამყაროში რეალიზებას. ლექტორები არიან პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ როგორც აკადემიური, ასევე ინდუსტრიული გამოცდილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნიკურ სფეროში წარმატებისთვის.
ვსწავლობ ძალიან საინტერესო საგნებს, მათ შორის კალკულუსს, პროგრამირების საფუძვლებს, ვებ-პროგრამირებას, მონაცემთა ბაზებსა და ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას.
გარდა აკადემიური განათლებისა, IBSU-ში სწავლა მეხმარება ვიყო კომფორტულად ინტერნაციონალურ გარემოში. შევიძინე ახალი მეგობრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რაც აფართოებს ჩემს ხედვას და მაძლევს სტიმულს კიდევ უფრო განვვითარდე.
საბოლოოდ, ვთვლი რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა არის ჩემი კარიერის სწორი საწყისი წერტილი — ადგილი, სადაც ცოდნა, პრაქტიკა და პერსპექტივა ერთიანდება წარმატებული მომავლის შესაქმნელად.”