განცხადებები
- Home
- /
- განცხადებები
- /
- კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის –...
კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის – სრულად დაფინანსებული ანტრეპრენერული განათლების პროგრამაზე MIT-ში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სრულად დაფინანსებულ ანტრეპრენერული განათლების პროგრამაზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT). კონკურსში მონაწილეობა შეუძლია IBSU-ს აკადემიურ პერსონალს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ან ამ სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელს, ვინც მომავალში IBSU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი გახდება.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან MIT-ის ,,დისციპლინირებული ანტრეპრენერობის ჩარჩოებს“, სიღრმისეულად გაეცნობიან და შეისწავლიან ,,დისციპლინირებული ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯის და 15 სტარტაპ-ტაქტიკის მეთოდოლოგიას“. ასევე, გაეცნობიან MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპ აქსელერატორებს და პროგრამებს.
აღნიშნული ტრენინგი ჩატარდება 2026 წლის 12 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებს დაუფინანსდებათ პროგრამაში მონაწილეობის, მგზავრობის და საცხოვრებლის ხარჯი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ჩამოთვლილი დოკუმენტები ფოლდერის სახით (გთხოვთ, ფოლდერს დააწეროთ თქვენი სახელი და გვარი) ატვირთეთ ბმულზე: https://shorturl.at/48ZC8
სააპლიკაციო დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე:
- პასპორტის ასლი;
- CV;
- სამოტივაციო წერილი;
- ინგლისური ენის (B2/C1) დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სასურველია აკადემიურ-საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილება;
- სტარტაპ ეკოსისტემის ცნობა და მისი განვითარების სურვილი;
- მაგისტრის ხარისხი.
კანდიდატების შერჩევა მოხდება მიღებული დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე.
საბუთების მიღების ვადა: 17 სექტემბრის ჩათვლით (დედლაინი შეზღუდულია სავიზო პროცედურების გამო).