IBSU-მ და ლიუბეკის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

18/09/2025

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ლიუბეკის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს!

ლიუბეკის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, რომელიც გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში, შლეზვიგ-ჰოლშტაინში მდებარეობს, ცნობილია გამოყენებითი კვლევის, დიჯიტალიზაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი ძლიერი აქცენტით. უნივერსიტეტი პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა არქიტექტურა და დიზაინი, სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერია და გამოყენებითი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.