სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-მ ISCEM პროექტის ფარგლებში...
IBSU-მ ISCEM პროექტის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებს უმასპინძლა
  • 24/09/2025

IBSU-მ ISCEM პროექტის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებს უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ISCEM პროექტის ფარგლებში, უმასპინძლა პროექტის პარტნიორებს სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები. პარტნიორები ასევე შეხვდნენ IBSU-ს ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებს, რათა ესაუბრათ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე.

აღსანიშნავია, რომ “განათლების სტრუქტურისა და შინაარსის ინოვაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში დიჯიტალიზაციის, მდგრადობისა და მიგრანტების ინტეგრაციის” პროექტის ფარგლებში IBSU-მ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა ინოვაციური სასწავლო მასალა ეკონომიკის, მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროებში.