სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ის არქიტექტურის კურსდამთავრებულების წარმატება...
IBSU-ის არქიტექტურის კურსდამთავრებულების წარმატება „არქიტექტურული პრემია 2025“-ზე
  • 20/10/2025

IBSU-ის არქიტექტურის კურსდამთავრებულების წარმატება „არქიტექტურული პრემია 2025“-ზე

შავი ზღვის საერთაშორიო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის კურსდამთავრებულების მარიამ სხირტლაძისა და თიკო გოგიას სადიპლომო ნამუშერებმა „არქიტექტურული პრემია 2025“-ის აღიარება მოიპოვეს.

მარიამ სხირტლაძის პროექტმა „ლა პომმე“ (სიდრის ჰაბი) პირველი ადგილი აიღო საზოგადოებრივი შენობის ნომინაციაში. მისი პროექტი ეხმაურება პრობლემას რომელიც გორის რაიონში გამოუყენებელი ვაშლის გადამუშავებით სიდრის წარმოებას გულისხმობს და კომპლექსში აერთიანებს ქარხანას, რესტორნებსა და საზოგადოებრივ სივრცეს. „ლა პომმე“ ჰარმონიულად არის ინტეგრირებული ქ. გორის ურბანულ სტრუქტურაში და დახვეწილი ტექნიკური გადაწყვეტებითა და მაღალ დონეზე შესრულებული ექსტერიერით გამოირჩევა.

თიკო გოგიას პროექტი „არქეოპოლისი“ სენაკიდან 20 კმ-ის დაშორებით, მდინარე ტეხურას მარჯვენა სანაპიროზე, ბერძნული ქალაქი არქეოპოლისის ადგილზე ტურისტული პოტენციალის განვითარებას უწყობს ხელს და სიმწვანეში ჩაფლულ, გოგირდის ცხელი აბანოების, გეიზერისა და ჩანჩქერის გვერდით ტალღოვანი გეომეტრიის მქონე სასტუმროსა და გამაჯანსაღებელ კომპლესს მოიცავს. იგი დასახლედა სამ საუკეთესო პროექტს შორის სასტუმროების ნომენიაციაში.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კონკურსში იბსუ-ს სტუდენტები მუდმივად იღებენ მონაწილეობას და სხვადასხვა კატეგორიებში უპირობოდ ყოველწლიურად პირველ ადგილს იკავებენ. ორივე გამარჯვებული პროექტის და სადიპლომო ნამუშევრების მენტორი გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბუნია. ასევე, გასულ წელს IBSU-ის სტუდენტმა დავით ასანიძემ გაიმარჯვა მულტიფუნქციური კომპლექსის ნომინაციაში.

2025 წლის 18 ოქტომბერს სასტუმრო „პარაგრაფი თბილისმა“ უმასპინძლა XIX საერთაშორისო კონკურს „არქიტექტურული პრემია 2025“-ის დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ორგანიზებულია ჟურნალ „სტილისა“ და საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მიერ. კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება 2006 წლიდან და უკვე 8,000-მდე ნამუშევარს ითვლის, მოიცავს არქიტექტურის თითქმის ყველა მიმართულებას: საცხოვრებელებს, საზოგადოებრივ ნაგებობებს, ინტერიერებს, რესტავრაციას, ლანდშაფტს, სტუდენტურ პროექტებს, ქალაქგეგმარებასა და ავეჯის დიზაინს.