სიახლეები

- 22/10/2025
IBSU-ის წარმომადგენლები Amsterdam International Week & Think Global Festival-ზე
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, IBSU-ის ბიზნესის სკოლის ადმინისტრაციულმა დირექტორმა ნინო ტალიკაძემ და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ჭურაძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარადგინეს Amsterdam International Week & Think Global Festival-ზე, რომელსაც მასპინძლობდა ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი.
ამსტერდამში გამართულმა Staff Week-მა განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცა მონაწილეებს – შეხვედროდნენ ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გაეზიარებინათ ერთმანეთის გამოცდილება და განეხილათ საერთაშორისო განათლების საუკეთესო პრაქტიკები. ვორქშოფებმა და ნეთვორქინგ სესიებმა მნიშვნელოვნად გააღრმავა ჩვენი გუნდის ცოდნა საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური მობილობის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში ნინო ტალიკაძემ და თამარ ჭურაძემ სტუდენტთა სხვადასხვა ჯგუფებს ლექციები ჩაუტარეს. ეს იყო შთამაგონებელი გამოცდილება, რომელიც სტუდენტების მაღალი მოტივაციით, ინტერესითა და აქტიური მონაწილეობით განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახდა.