სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-სა და ROVI-ს შორის...
IBSU-სა და ROVI-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • 10/11/2025

IBSU-სა და ROVI-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ROVI-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ROVI-სა და ROVI Academy-ს გაცნობა – მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის, მიმდინარე პროექტების, სტაჟირების პროგრამებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

ROVI წარმოადგენს მრავალპროფილურ ჰოლდინგს, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი პრაქტიკის ანალოგიით შექმნა შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის თანამედროვე სისტემა. კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა ROVI აკადემია, რომელიც ახალგაზრდებს სთავაზობს პრაქტიკულ განათლებასა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს.

ეს თანამშრომლობა ახალ პერსპექტივებს გაუხსნის სტუდენტებს პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილების მოსაპოვებლად.