სიახლეები
- Home
- /
- კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის...
- /
- IBSU-ს სტუდენტებმა ტექნოლოგიურ ჰაკათონში...

- 20/11/2025
IBSU-ს სტუდენტებმა ტექნოლოგიურ ჰაკათონში სპეციალური ჯილდო მოიპოვეს
IBSU-ის სტუდენტებმა ტექნოლოგიურ ჰაკათონში სპეციალური პრიზი მოიპოვეს!
14–16 ნოემბერს, Startup Büro-სა და Gagra Ventures-ის ორგანიზებით SEU-ში გაიმართა 48-საათიანი ტექნოლოგიური ჰაკათონი, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით ასობით ახალგაზრდა ინოვატორი, დეველოპერი და დიზაინერი გააერთიანა.
ჰაკათონში IBSU-ს 10-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.
IBSU-ს სტუდენტების გუნდმა სპეციალური ჯილდო Effort Prize – EyeGu | $500 მოიპოვა. მათ წარადგინეს სისტემა “EyeGu”, რომელიც უსაფრთხოების პერსონალს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხეულის ენის ანალიზით აწვდის ინფორმაციას.
გუნდი: ნიკოლოზ ეჯიბაძე, გიორგი ციხელაშვილი, ლიზი გოგოლაური (SEU), დანიელ კოლოტაშვილი.
IBSU ულოცავს სტუდენტებს მორიგ წარმატებას!






