
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო და პრაქტიკულ ვორქშოპი თემაზე – „დამოკიდებულება – არსი და პრევენცია“.
ვორქშოპს ხელმძღვანელობდა ფსიქოთერაპევტი და სარეაბილიტაციო ცენტრის “ნებას” დამფუძნებელი – თამაზ ტუღუში.
სესიის განმავლობაში სტუდენტებმა განიხილეს, როგორ მუშაობს დამოკიდებულება ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:
- ადიქციის ძირითადი მექანიზმებს;
- რისკ-ფაქტორებს;
- ახალგაზრდებისა და მოზრდილებისთვის მნიშვნელოვან პრევენციულ სტრატეგიებს;
მონაწილეებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაცია პრაქტიკული ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც დაეხმარებათ ადრეულ ამოცნობასა და ეფექტურ რეაგირებაში როგორც ოჯახურ, ასევე საგანმანათლებლო გარემოში.