IBSU-ის ჟურნალისტიკის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის პროექტში - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური...
  4. /
  5. IBSU-ის ჟურნალისტიკის სტუდენტებმა მონაწილეობა...
IBSU-ის ჟურნალისტიკის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის პროექტში
  • 16/12/2025

IBSU-ის ჟურნალისტიკის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის პროექტში

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საპილოტე პროექტში – „თქვენი ხმა კრიზისში: ჰუმანიტარული კომუნიკაციის გაძლიერება საქართველოში“.

პროექტის პირველ ეტაპზე, ჩაქვში გამართულ სპეციალურ ტრენინგზე, მედია სკოლის სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა კრიზისის კომუნიკაციის მართვაში – ბუნებრივი კატასტროფების, კონფლიქტის ზონების, ხანძრისა და სხვა კრიზისული სიტუაციების დროს ეფექტური კომუნიკაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან საკომუნიკაციო სტრატეგიების სპეციფიკას და კრიზისის მართვის გეგმის შემუშავების პროცესს.