პერსონალის მართვის სამსახურის უფროსი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

  1. Home
  2. /
  3. ვაკანსიები
  4. /
  5. პერსონალის მართვის სამსახურის უფროსი

პერსონალის მართვის სამსახურის უფროსი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას პერსონალის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები

  • შერჩევის პროცესის დაგეგმვა და სრული ციკლის მართვა თითოეული პოზიციის სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • ადამიანური რესურსების ადმინისტრირების პროცესის მართვა;
  • ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესებში ჩართულობა, შესაბამისი მონაცემების დამუშავება და წარდგენა;
  • პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენინგების დაგეგმვა/განხორციელება;
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
  • პერსონალის მართვის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;
  • მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
  • სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები

  • მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა;
  • უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი აქტების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ვერბალური) არანაკლებ B2 + დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები

  • შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ინფორმაციის გაზიარების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • შერჩევის, შეფასებისა და უკუკავშირის ეფექტურად გაზიარების უნარი.

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულმა პირებმა 20 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.