
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტები და პროგრამის ხელმძღვანელი, დეკანი პროფ. თამარ შიოშვილი, ვაშინგტონის სმითსონიის უნივერსიტეტიდან დისტანციური ლექციების კურსის პირველ შეხვედრას დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს.
კურსის მიზანია, ამერიკელმა ხელოვნებათმცოდნე პროფესორებმა მუზეუმის ბრწყინვალე კოლექციის მეშვეობით სტუდენტებს გააცნონ, როგორ აისახა ამერიკის ისტორია, იდენტობა და კულტურა ხელოვნებაში დამოუკიდებლობის 250 წლის განმავლობაში სხვადასხვა ეპოქაში.
გარდა ამისა, 2026 წლის თებერვლიდან იწყება კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციას ეძღვნება. პროგრამა მისცემს სტუდენტებს საშუალებას გაეცნონ დეკლარაციის პირველად წყაროებსა, დოკუმენტებს და ინტერაქტიული ფორმარტის მეშვეობით გაანალიზონ ამერიკული დემოკრატიის პრინციპები, მათი გავლენა გლობალურ დემოკრატიულ მოძრაობებზე, შესაბამისობა ქართული დემოკრატიის განვითარებასთან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დამოუკიდებლობის 250 წლისთავის აღნიშვნა იგეგმება ფართო მასშტაბით და პომპეზურობით, არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში არამედ, მის ფარგლებს გარეთაც.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან ს. პერსელი და კულტურის ატაშე ივან კალი.