სიახლეები
- Home
- /
- კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის...
- /
- IBSU-ს გრაფიკული დიზაინის პროგრამის...

- 09/02/2026
IBSU-ს გრაფიკული დიზაინის პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა.
IBSU-ში წელს პირველად ამოქმედდა 3-წლიანი „გრაფიკული დიზაინის“ ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელმაც პირველივე სემესტრში შთამბეჭდავი ინტერესი გამოიწვია. პროგრამის სტუდენტებთან ერთად მის ძირითად საგნებს – დიზაინის საფუძვლები, ფოტოხელოვნება, ილუსტრატორი (2D ვექტორული გრაფიკა) და ხატვა – არჩევითის სახით სხვა პროგრამის სტუდენტებიც შეურთდნენ.
ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებმა უკვე მოამზადეს თავიანთი ნამუშევრები, რაც ნათლად ასახავს როგორც მათ პროგრესს, ისე IBSU-ს მიერ შექმნილ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს კრეატიული უნარების განვითარებას და პრაქტიკული სწავლების მნიშვნელობას.
“თანამედროვე კომუნიკაცია კრეატივს ეფუძნება – და ჩვენ ვამაყობთ, რომ IBSU-ს სტუდენტები ამ გზას წარმატებით გადიან” – ნანა იაშვილი, გრაფიკული დიზაინის პროგრამის ხელმძღვანელი.


