ვაკანსიები
- Home
- /
- ვაკანსიები
- /
- ვაკანსიები მოწვეული ლექტორის პოზიციებზე შემდეგ...
ვაკანსიები მოწვეული ლექტორის პოზიციებზე შემდეგ მიმართულებებზე
შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ მიმართულებებზე:
ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო კურსისთვის :
- სარეკლამო კამპანიების შექმნა ციფრულ მედიაში.
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლო კურსებისთვის:
- ვორდპრეს დეველოპმენტი;
- კრიზისის კომუნიკაცია;
- საავტორო დოკუმენტური კინო;
- საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმი.
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლო კურსისთვის :
- განათლების ფსიქოლოგია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება(მინმუმ მაგისტრი ან მაგისტრათან გათანაბრებული);
- ვაკანსიის შესაბამის სფეროში/დარგში გამოცდილება;
- სწავლების გამოცდილება (საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებით საჩვენებელი ლექციის ჩატარება).
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება/საცდელი ლექციის ჩატარება.
წარმოსადგენი დოკუმენტები :
- რეზიუმე/CV ქართულ ენაზე;
- უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი/ასლები;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ცნობა ვაკანსიის სფეროს შესაბამის დარგში სამუშაო გამოცდილების შესახებ (პროფესიული გამოცდილება);
- ცნობა ვაკანსიის სფეროს შესაბამისი მიმართულებით სწავლების გამოცდილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
- დარგობრივი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით hr@ibsu.edu.ge
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 19 თებევლის 17:00 სთ-მდე გამოგვივზავნეთ დოკუმენტაცია მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.