ვაკანსიები
- Home
- /
- ვაკანსიები
- /
- დაცვის თანამშრომელი
დაცვის თანამშრომელი
შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი;
სამუშაო საათები: 09:00–19:00 სთ;
ანაზღაურება: 1000 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუდენტებისა და თანამშრომლების იდენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება;
- უნივერსიტეტში შემოსვლისა და გასვლის პროცესის კონტროლი დადგენილი წესების შესაბამისად;
- უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსით განსაზღვრული დისციპლინის დაცვა;
- უნივერსიტეტის შენობაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტის ქონების დაცვა დაზიანებისა და დანაკარგისაგან;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე (სტუდენტებთან და უცხოელ სტუმრებთან კომუნიკაციისთვის).
კომპეტენციები და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 15 მარტის ჩათვილით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.