#ExchangeStudent: ლუკა გობეჩია | კორეის ტექნოლოგიებისა და განათლების უნივერსიტეტი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ExchangeStudent: ლუკა გობეჩია |...
#ExchangeStudent: ლუკა გობეჩია | კორეის ტექნოლოგიებისა და განათლების უნივერსიტეტი
  • 09/03/2026

#ExchangeStudent: ლუკა გობეჩია | კორეის ტექნოლოგიებისა და განათლების უნივერსიტეტი

გაიცანით #IBSU-ს ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი, ლუკა გობეჩია, რომელიც ორმხრივი გაცვლითი პროგრამით სწავლას აგრძელებს კორეის ტექნოლოგიებისა და განათლების უნივერსიტეტი, სამხრეთ კორეა.

“გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა Korea University of Technology and Education (KOREATECH)-ში არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს აკადემიურ განვითარებაში. ეს შესაძლებლობა დამეხმარა ცოდნის გაღრმავებაში, ახალი კულტურის უკეთ გაცნობასა და ტექნოლოგიური სფეროს მიმართ უფრო ფართო და გლობალური ხედვის ჩამოყალიბებაში.

კორეაში ცხოვრება და სწავლა ნამდვილად შთამაგონებელია. დისციპლინა, ინოვაციური აკადემიური გარემო და განათლებისადმი მაღალი პასუხისმგებლობა მაძლევდა მოტივაციას, რომ მეტად განმევითარებინა საკუთარი თავი და უფრო მაშტაბურად მეფიქრა. ამ გამოცდილებამ გააძლიერა ჩემი პიროვნული და პროფესიული უნარები.

მადლობა IBSU-ს ამ შესაძლებლობისთვის. გულწრფელად ვაფასებ მხარდაჭერასა და ნდობას.”