რატომ უნდა აირჩიო IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა?
შექმენი ის, რაც აქამდე არ არსებობდა: ისწავლი შენი იდეები მომენტალურად როგორ აქციო რეალურ პროდუქტად – იქნება ეს მობილური აპლიკაცია, ხელოვნური ინტელექტი (AI) თუ რთული ეკოსისტემა;
ყველაზე მაღალი მოთხოვნა და ანაზღაურება: ისწავლი როგორ გახდე ტექ-ინდუსტრიის გლობალური მაღალანაზღაურებადი მოთამაშე, რომელსაც ნებისმიერ ქვეყანაში ეძებენ;
უნივერსალური ენების ფლობა: დაეუფლები Python-ს, Java-ს, C++-ს და სხვა ენებს, რაც საშუალებას მოგცემს, ნებისმიერ ტექნოლოგიურ გარემოში „თავისუფლად ილაპარაკო“;
ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება (AI & Data Science): ისწავლი AI-ს, მანქანურ სწავლებასა და Big Data-ს – სფეროებს, რომლებიც სამყაროს ცვლიან;
პრობლემების გადაჭრის „სუპერძალა“: ისწავლი ალგორითმულ აზროვნებას. რთული პრობლემების დაშლას მარტივ ნაწილებად და მათ ყველაზე ეფექტურ გადაჭრას;
დისტანციური ცხოვრება: შეიძინე პროფესია, რომლითაც შეძლებ იმუშაო დისტანციურად – ოფისიდან, სახლიდან ან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა შენთვისაა, თუ:
ხარ ცნობისმოყვარე და გაინტერესებს, როგორ მუშაობს აპლიკაციები, თამაშები და საძიებო სისტემები;
გიყვარს ლოგიკური ამოცანები;
გსიამოვნებს თავსატეხების ამოხსნა და ეძებ ყველაზე ოპტიმალურ გზებს;
ხარ ინოვატორი და გინდა შექმნა ტექნოლოგია, რომელიც მილიონობით ადამიანის ცხოვრებას გაამარტივებს;
გინდა მუდმივი განვითარება და ტექ-სამყაროს ცვლილებების წინა ხაზზე ყოფნა.