საერთაშორისო გადაზიდვები - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

საერთაშორისო გადაზიდვები

  1. Home
  2. /
  3. IBSU აკადემია
  4. /
  5. ტრენინგები 2026
  6. /
  7. საერთაშორისო გადაზიდვები

📦 საერთაშორისო გადაზიდვები, ლოგისტიკა და საბაჟო ოპერაციები

პროფესიული ტრენინგ-კურსი

კურსის მიზანი
კურსი მიზნად ისახავს მონაწილეებს გააცნოს საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ძირითადი პრინციპები, ასევე საბაჟო ოპერაციების მართვის პრაქტიკული ასპექტები. პროგრამა მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან მიმართულებებს, საბაჟო კანონმდებლობასა და თანამედროვე რეგულაციებს, რაც აუცილებელია გლობალურ ბაზარზე ეფექტური ოპერირებისთვის.

 

📅 კურსის დეტალები

დაწყების თარიღი: 20 აპრილი, 2026

დღეები: ორშაბათი / ოთხშაბათი / პარასკევი

დრო: 19:00 (ხანგრძლივობა: 2 საათი)

ხანგრძლივობა: 20 შეხვედრა (10 კვირა)

ფორმატი: დისტანციური

 

👩‍🏫 ტრენერები:

ირინე მელაშვილი – საერთაშორისო ავია სატვირთო გადაზიდვების კომპანიის Cargostar-IM დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი

ნათია ზოიძე – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოს წამყვანი ანალიტიკოსი

მარიამ ელგანდაშვილი – კომპანია „გიანთის“ ლოგისტიკის გაყიდვების საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 

📚 სასწავლო პროგრამა

კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ლოგისტიკა და სასაწყობე მეურნეობა
  • საბაჟო და არასაბაჟო საწყობები
  • დროებითი შენახვის საწყობები
  • საერთაშორისო გადაზიდვების პრინციპები და ტრანსპორტის სახეები
  • კომბინირებული გადაზიდვები
  • ტვირთის კლასიფიკაცია, კოდები და აბრევიატურები
  • გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთი
  • საზღვაო, სახმელეთო და ავია გადაზიდვები
  • დოკუმენტაცია (მათ შორის TIR CARNET)
  • სახიფათო ტვირთების რეგულაციები
  • ცოცხალი ცხოველების ტრანსპორტირება (LAR)
  • ექსპორტი და იმპორტი
  • კარიდან კარამდე ტრანსპორტირება
  • ტრანზიტული ტვირთის მართვა
  • სატვირთო ტერმინალის ფუნქციები
  • ლოგისტიკური მარკეტინგი
  • საბაჟო გაფორმება და საერთაშორისო სასაქონლო კოდები
  • პასუხისმგებლობა, ვალდებულებები და დაზღვევა
  • საბაჟო რეგულაციები
  • ASYCUDA / eCustoms სისტემაში მუშაობა
  • საფოსტო გზავნილების საბაჟო რეგულაციები
  • დეკლარაციის ფორმა #4-ის შევსება და გაგზავნა (RS.GE)

 

🎓 სერტიფიკატი

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვანი სერტიფიკატი

 

💰 საფასური და შეღავათები

  • კურსის ღირებულება: 650 ლარი
  • 20% ფასდაკლება – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის
  • ხელმისაწვდომია გადახდის მოქნილი პირობები

 

📝 რეგისტრაცია

👉 https://forms.gle/TPwcgyVwjX9XfAfV9

 

💳 საბანკო რეკვიზიტები

  • მიმღები ბანკი: ს.ს „თიბისი ბანკი“
  • ბანკის კოდი: TBCBGE22
  • მიმღები: შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • ანგარიშის ნომერი: GE52TB7505036080100001
  • დანიშნულება: „ტრენინგი“

 

📞 საკონტაქტო ინფორმაცია

📧 training@ibsu.edu.ge

📱 +995 322 800 064

 

გისურვებთ წარმატებებს! 🚀