ნუ იქნები მხოლოდ გუნდის წევრი – გახდი მისი ლიდერი. მართე მომავალი IBSU-სთან ერთად!
იყავი „Big Picture“ მოთამაშე: ისწავლი არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეს, არამედ იმას, თუ როგორ მუშაობს ბიზნესის ყველა რგოლი ერთად – მარკეტინგიდან ფინანსებამდე და HR-იდან ოპერაციებამდე;
უნივერსალური „სუპერძალა“: შეიძენ მენეჯერულ უნარებს კომპანიის მართვისთვის, იქნება ეს IT გიგანტი, მოდის სახლი, საფეხბურთო კლუბი თუ საკუთარი სტარტაპი;
გადაწყვეტილების მიღების ხელოვნება: ისწავლი სტრატეგიულ აზროვნებას და კრიზისულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, რისკების გათვლას და შესაძლებლობების დანახვას იქ, სადაც სხვები მხოლოდ პრობლემებს ხედავენ;
ემოციური ინტელექტი და ლიდერობა: განავითარებ ლიდერულ თვისებებს: მოტივირებას, დელეგირებას და გუნდურ მუშაობას – უნარებს, რომლებსაც AI ვერასდროს ჩაანაცვლებს;
თანამედროვე მართვის მეთოდოლოგიები: ისწავლი სტრატეგიული დაგეგმვის მოდელებს, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზარზე;
კარიერული ტრამპლინი: შეიძენ პრაქტიკულ უნარებს პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებით და სტაჟირებით.
IBSI-ს მენეჯმენტის პროგრამა შენთვისაა, თუ:
გსიამოვნებს პროცესების მართვა და შედეგზე პასუხისმგებლობის აღება;
გიყვარს გეგმების შედგენა და მათი ეტაპობრივი განხორციელება;
გაქვს უნარი, შთააგონო ადამიანები და დაეხმარო მათ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში;
ვერ იტან ერთფეროვნებას და გინდა პროფესია, სადაც ყოველი ახალი პროექტი ახალი თავგადასავალია.