აუდიტორული კომპანია Ernst & Young (EY) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. ბიზნესის სკოლა
  4. /
  5. აუდიტორული კომპანია Ernst &...
აუდიტორული კომპანია Ernst & Young (EY) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში
  • 27/03/2026

აუდიტორული კომპანია Ernst & Young (EY) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

გლობალური ლიდერი აუდიტსა და კონსალტინგში EY Georgia შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში!

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ აუდიტისა და კონსალტინგის სფეროში გლობალური ლიდერის საქმიანობას.

სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კარიერული განვითარების შესაძლებლობებისა და რეკრუტინგის პროცესის შესახებ.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა კითხვა-პასუხის სესიას.

აღსანიშნავია, რომ EY-მ გამოაცხადა სტაჟირების პროგრამა, რაც IBSU-ს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან კარიერულ შესაძლებლობას წარმოადგენს.

მსგავსი ტიპის შეხვედრები IBSU-ს სტუდენტებს აძლევს საშუალებას დაამყარონ პირდაპირი კავშირი საერთაშორისო კომპანიებთან და უკეთ დაგეგმონ საკუთარი პროფესიული მომავალი.