IBSU-ს "დიდი ოთხეულის" წევრი აუდიტორული კომპანია PwC ესტუმრა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. ბიზნესის სკოლა
  4. /
  5. IBSU-ს “დიდი ოთხეულის” წევრი...
IBSU-ს “დიდი ოთხეულის” წევრი აუდიტორული კომპანია PwC ესტუმრა
  • 30/03/2026

IBSU-ს “დიდი ოთხეულის” წევრი აუდიტორული კომპანია PwC ესტუმრა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა PricewaterhouseCoopers (PwC)-ს – „დიდი ოთხეულის“ წევრ ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო კომპანიას აუდიტის, ფინანსებისა და კონსალტინგის სფეროში.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია PwC-ში მუშაობის სპეციფიკის შესახებ, გაეცნენ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს და მოისმინეს რეკომენდაციები ფინანსურ სფეროში კარიერის დაწყების შესახებ.

ასევე, ღონისძიებაზე სპიკერად იყო IBSU-ს კურსდამთავრებული, რომელიც დღეს PwC-ში მუშაობს და დამსწრეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და კარიერული გზა.

სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად გასაუბრებოდნენ სპიკერებს და მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები.