საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი
საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მოთხოვნადი სფეროა საქართველოში და საერთაშორისო დონეზეც. ამ მიმართულებით მიღებული ბაკალავრის ხარისხი გიხსნის კარიერას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
სად დასაქმდები ამ პროგრამის დიპლომი რომ გექნება?
- კომპანიების ფინანსურ და საბუღალტრო დეპარტამენტებში;
- საბუღალტრო და აუდიტორული კომპანიები;
- საჯარო სექტორი;
- საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO-ები);
- საკუთარი საბუღალტრო კომპანია ან ფრიილანს კარიერა.
რა პოზიციებზე შეგიძლია მუშაობა:
- ბუღალტერი;
- მთავარი ბუღალტერი;
- აუდიტორის ასისტენტი / აუდიტორი;
- ფინანსური ანალიტიკოსი;
- ფინანსური მენეჯერი;
- საგადასახადო სპეციალისტი;
- საბიუჯეტო ან ეკონომიკური ანალიტიკოსი.