სიახლეები

- 03/04/2026
IBSU-ში გაიმართა მეწარმეობის კლუბის პრეზენტაცია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) გაიმართა მეწარმეობის კლუბის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებში მეწარმეობითი უნარების განვითარებასა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერას.
IBSU-ს მეწარმეობის კლუბი წარმოადგენს სტუდენტურ გაერთიანებას, რომელიც აერთიანებს მეწარმეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს და ქმნის პლატფორმას იდეების განვითარებისა და მათი რეალურ პროექტებად გარდაქმნისთვის. კლუბის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ მრავალფეროვან აქტივობებში, იმუშაონ საკუთარ ბიზნეს იდეებზე, მიიღონ მენტორშიფი და დაამყარონ კავშირები თანამოაზრეებთან.
პრეზენტაციის ფარგლებში მონაწილეებს წარედგინათ მეწარმეობის თანამედროვე სტანდარტები, რომელზეც ისაუბრა MIT-ში დატრენინგებულმა ლექტორებმა: ნათია გიორგაძემ და ზურაბ პერტაია. ამასთან, StartMIT-ის პროგრამის მონაწილე ანი მერაბიშვილმა გააზიარა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მიეღოთ პრაქტიკული ინფორმაცია მეწარმეობის მიმართულებით და გაეგრძელებინათ აქტიური ჩართულობა კლუბის საქმიანობაში.






