
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა სრულად დაფინანსებული ტრენინგი მოსწავლეებისთვის “აღმოაჩინე ამერიკა”.
ტრენინგი მოიცავდა თემატურ და სახალისო აქტივობებს, რომლის საშუალებითაც მონაწილეები მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ.
მოსწავლეები ტრენინგის ფარგლებში გაეცვნენ:
- რა გავლენა იქონია ამერიკამ მსოფლიოზე;
- ამერიკის ისტორია და კულტურა;
- ამერიკის თანამედროვე ცხოვრება;
- საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები.