IBSU-ს პროგრამის უპირატესობა – დიპლომირებული მედიკოსი
რატომ უნდა აირჩიო IBSU-ს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა?
გახდი ექიმი IBSU-სთან ერთად – შენი გზა გლობალური მედიცინისკენ!
- დიპლომი, რომელსაც საზღვრები არ აქვს: ჩვენი პროგრამა აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით (WFME, NMC). რაც მთავარია, ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის ღიაა აშშ-სა და კანადის წამყვანი კლინიკების კარები (ECFMG Sponsor Note);
- თეორია პრაქტიკის გარეშე არ არსებობს: მესამე კურსიდან ისწავლე კამპუსში არსებულ უახლეს ულტრათანამედროვე ლაბორატორიებში, სადაც დაგხვდება ყველაფერი, რაც მომავალ ექიმს სჭირდება;
- საერთაშორისო გუნდი: შენი ლექტორები მსოფლიო დონის გამოცდილების მქონე პროფესიონალები არიან. შენთან ერთად კი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები ისწავლიან – ეს ნამდვილი გლობალური გამოცდილებაა;
- მზა კარიერა: სწავლის დასრულებისთანავე შენ ხარ დიპლომირებული მედიკოსი და გაქვს 1-წლიანი კლინიკური სერტიფიკატი. ეს ნიშნავს, რომ უკვე მზად ხარ დაიწყო მუშაობა უმცროს ექიმად!
საერთაშორისო და ადგილობრივი აკრედიტაციები:
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE);
- სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME);
- ინდოეთის ეროვნული სამედიცინო კომისია (NMC);
- ECFMG-ის სპონსორის სტატუსი (IBSU-ს კურსდამთავრებულებს აქვთ უფლება გააგრძელონ სამედიცინო კარიერა აშშ-სა და კანადაში);
- მსოფლიო აღიარება (მათ შორის ინდოეთსა და ეგვიპტეში).