IBSU-ს პროგრამის უპირატესობა – საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა
რატომ უნდა აირჩიო IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამა?
- დაასრულე სწავლა 3 წელში: ინტენსიური 180-კრედიტიანი პროგრამის დასრულებისთანავე მზად იქნები საჯარო მოხელის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის;
- მმართველობითი ლიდერობა: ისწავლი, როგორ მართო ადამიანური რესურსები, პროექტები და სახელმწიფო ინსტიტუტები;
- გავლენა საზოგადოებაზე: დაეუფლები პოლიტიკის დაგეგმვისა და რეფორმების განხორციელების ტექნიკებს;
- უნივერსალურობა: გაეცნობი სამართლის, ეკონომიკის, მენეჯმენტისა და სოციოლოგიის ელემენტებს;
- ანალიტიკური უნარები: ისწავლი მონაცემთა ანალიზს, ბიუჯეტირებასა და სტრატეგიულ დაგეგმვას;
- კრიზისების მართვა: განავითარებ ფორსმაჟორულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარს;
- თანამედროვე ტექნოლოგიები: დაეუფლები ელექტრონული მმართველობის (e-Governance) პრინციპებს, რაც დღეს ყველაზე აქტუალურია.
IBSU საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა შენთვისაა, თუ:
- გინდა ისწავლო მმართველობის ყველა ასპექტი – ისტორიული, სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური;
- გინდა პროგრამის დასრულებისთანავე მზად იყო საჯარო მოხელის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის;
- გინდა გაეცნო როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობისა და გამოცდილების დეტალურ ანალიზს;
- გინდა პრაქტიკით გაეცნო სამთავრობო ინსტიტუტების რეალურ საქმიანობასა და ფუნქციებს;
- გინდა გადაწყვეტილების მიღების, კომუნიკაციისა და ეთიკური ფასეულობების ჩამოყალიბება.