IBSU-ში ორ დღიანი ინოვაციური ჰაკათონი brAInvest Hackathon გაიმართება - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ში ორ დღიანი ინოვაციური...
IBSU-ში ორ დღიანი ინოვაციური ჰაკათონი brAInvest Hackathon გაიმართება
  • 08/05/2026

IBSU-ში ორ დღიანი ინოვაციური ჰაკათონი brAInvest Hackathon გაიმართება

brAInvest Hackathon-ზე რეგისტრაცია იწყება!

23-24 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება brAInvest Hackathon – ორდღიანი ინოვაციური ჰაკათონი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის.

ჰაკათონის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა მეწარმეობაზე დაფუძნებულ განათლებაში, მათი ინოვაციური აზროვნების განვითარება და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება.

მონაწილეები ჰაკათონში ჩაერთვებიან 3-5 წევრიან გუნდებად. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც გუნდურად, ისე ინდივიადუალურად. ინდივიდუალურად დარეგისტრირებული მონაწილეები რეგისტრაციის დროს შექმიან გუნდებს.

48 საათის განმავლობაში გუნდები იმუშავებენ რეალურ გამოწვევებზე, შექმნიან ინოვაციურ პროტოტიპებს და წარადგენენ მათ ჟიურის წინაშე. ჰაკათონი იქნება უნიკალური პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანდებიან IBSU-ს სტუდენტები, 16+ მოსწავლეები, მენტორები და ტექნოლოგიური ეკოსისტემის წარმომადგენლები.

მონაწილეები 2 დღის განმავლობაში:
• შექმნიან ინოვაციური სტარტაპის პროტოტიპს
• მოამზადებენ Pitch Deck-ს
• წარადგენ იდეას ჟიურის წინაშე

გუნდები დამატებით მიიღებენ წვდომას Orbit AI პლატფორმაზე (MIT-ის ინოვაციური მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული), რომელსაც გამოიყენებენ ინოვაციური პროექტების განვითარებისთვის, ტექნოლოგიური იდეების პროტოტიპირებისთვის და სტარტაპების შექმნის პროცესში.

ჰაკათონის მიმართულებები:
• EduTech
• AI & Robotics
• Web3 & FinTech
• Startup & Digital Innovation

მენტორები & ჟიური:
MIT-ში გადამზადებული ლექტორები და სტარტაპ მენტორები, CityPay.io-ს დირექტორი

საპრიზო ფონდი: 5000 ლარი
I ადგილი- 2500 ლარი
II ადგილი -1500 ლარი
III ადგილი-1000 ლარი

სამუშაო ენა: ქართული,ინგლისური
Pitch Deck: ინგლისური

ადგილები შეზღუდულია!

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/1bpgghf3CAh8M9Ts5

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 20.05.26

დარეგისტრირდი ახლავე და გადააქციე იდეა რეალურ სტარტაპად!