IBSU-ს ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესტუმრა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის...
  4. /
  5. IBSU-ს ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის...
IBSU-ს ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესტუმრა
  • 19/05/2026

IBSU-ს ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესტუმრა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ედიტა მარია პჩაზეკს, ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

შეხვედრას დაესწრნენ ადმინისტრაციის საერთაშორისო და სამეცნიერო პროექტების დეპარტამენტის წარმომადგენლები, აგრეთვე კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი და წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და მომავალში ორი უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოკვლევა.