სიახლეები
- Home
- /
- ბიზნესის სკოლა
- /
- IBSU-ს აფილირებული პროფესორი ეკა...

- 03/06/2026
IBSU-ს აფილირებული პროფესორი ეკა დევიძე კემბრიჯის უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელებულ საერთაშორისო Mini PhD Tourism Program-ში ადგილობრივი მენტორის სატატუსით მონაწილეობდა
IBSU-ს აფილირებული პროფესორი ეკა დევიძე საქართველოდან ადგილობრივი მენტორის (Local Mentor) სტატუსით მონაწილეობდა 7-თვიან Mini PhD Tourism Program-ში, რომელიც ორგანიზებული იყო ReachSci Society-ის მიერ და მხარდაჭერილი კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ.
პროგრამა დასრულდა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციით – „Community-Based Living Heritage and Tourism Marketing: A Climate-Responsive Approach/თემზე დაფუძნებული ცოცხალი მემკვიდრეობა და ტურიზმის მარკეტინგი: კლიმატზე მორგებული მიდგომა”, კონფერენციაში მონაწილეობდა ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალი: ასოცირებული პროფესორი ლალი მიქელაძე, ასოცირებული პროფესორი ნინო დევიძე და ასისტენტ-პროფესორი სანდიპ გულერია აღნიშნული საერთაშორისო ინიციატივა ხელს უწყობს აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, ცოდნის გაზიარებასა და ტურიზმის განათლებისა და კვლევის განვითარების მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე.
