სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების...
  4. /
  5. შეხვედრა კულინარიის ჟურნალისტ ნათია მონტგომერთან
  • 28/11/2017

შეხვედრა კულინარიის ჟურნალისტ ნათია მონტგომერთან

2017 წლის 25 ნოემბერს „მედიაკლუბის“ მოწვევით ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეხვდენენ ტელეკომპანია Food TV Geo-ს დამფუძნებელს , კულინარსა და კულინარიის ჟურნალისტს,  ტელე წამყვანს, წიგნ „ახალი ქართული კერძები“ ავტორს  ნათია მონტგომერის. იგი სტუდენტებს ესაუბრა თემაზე „კულინარიული ჟურნალისტიკა – ღია კარი მსოფლიოში“. ლექციაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა – კერძების და საკვების ფუნქცია სახალხო დიპლომატიაში. საკვებთან დაკავშირებული ტრადიციების, კულტურული თავისებურებების წარმოჩინება მედიის საშუალებით. ჟურნალისტიკის ახალი მომართულება — Food ჟურნალიზმი, Food ბლოგერი, კულინარიული მწერალი, კულინარიული გადაცემის ტელე წამყვანი და ტრენერი; როგორ გადავაქციოთ ჩვენი ჰობი რეალურ, ფინანსური შემოსავლის წყაროდ.