სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აგრძელებს შეხვედრებს ლექციათა ციკლის ფარგლებში “კავკასია ფოკუსში: რეგიონის ანალიზი ინტერდისციპლიურ ჭრილში”.
პარასკევს, 22 მარტს 12:00 საათზე A101 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე “ომთაშორისი კავკასია: დამოუკიდებელი სახელმწიფოების დაბადება და გასაბჭოება”.
დისკუსიას გაუძღვებიან მომხსენებლები:
– ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
– დავით ჯიშკარიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი.