მისია, ხედვა, ღირებულებები

  1. მთავარი
  2. /
  3. ჩვენ შესახებ
  4. /
  5. მისია, ხედვა, ღირებულებები

მისია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მისიაა სწავლა-სწავლებისა და კვლევის საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების შეთავაზება, რომლის შედეგადაც ამზადებს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამის კვალიფიციურ, კონკურენტუნარიან, დემოკრატიული ფასეულობების მქონე თაობას.

 

ხედვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხედვაა, შექმნას მრავალფეროვნებასა და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული ხარისხიანი, ინოვაციური, საერთაშორისო, თანამედროვე სასწავლო და სამეცნიერო გარემო, რომელიც უნივერსიტეტს მოუტანს ადგილობრივ და საერთაშორისო აღიარებას.

 

ღირებულებები

აკადემიური თავისუფლება – ქმნის თავისუფალ აკადემიურ გარემოს, ხელს უწყობს კვლევას, აკადემიური გამოცდილების გაზიარებასა და სწავლებაში გამოყენებას.

ინკლუზიურობა – პატივს სცემს თითოეული ადამიანის, როგორც ინდივიდის, უნიკალურ შესაძლებლობებსა და ფასეულობებს, ქმნის ინკლუზიურ სასწავლო გარემოს სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებისთვის, სადაც განათლება ყველასათვის განურჩევლად და თანაბარად ხელმისაწვდომია.

თანასწორუფლებიანობა და მრავალფეროვნება – პატივს სცემს ადამიანთა უფლებებს, ღირებულებებს, მათ შორის აფასებს ეთნიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საერთაშორისო ცნობიერების სხვადასხვაობას, ქმნის თანასწორუფლებიან გარემოს; სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვან არჩევანს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, უცხო ენების სწავლების შესაძლებლობით.

გამჭვირვალობა – ორიენტირებულია შექმნას ეფექტური მმართველობა, გუნდური, სამართლიანი და გამჭვირვალე გარემო როგორც სტუდენტებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის, ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობას, მათ ინფორმირებულობასა და ურთიერთპატივისცემას, იცავს ეთიკისა და კეთილსინდისიერების ნორმებს.

ინოვაცია – ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ორიენტირებულია სასწავლო, სამეცნიერო სიახლეების, თანამედროვე მეთოდების, ახალი მიდგომების დანერგვასა და ინტერნაციონალიზაციაზე.

მდგრადი განვითარება – უზრუნველყოფს დაწესებულების მდგრად, სტაბილურ და ეფექტურ ფუნქციონირებას და ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნებს.

სოციალური პასუხისმგებლობა – პატივს სცემს დემოკრატიულ და ეთიკურ პრინციპებს, წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში, სოციალური პასუხისმგებლობის, საზოგადოების საჭიროებებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის გათვალისწინებით.