სტრატეგიული განვითარება

  1. მთავარი
  2. /
  3. ჩვენ შესახებ
  4. /
  5. სტრატეგიული განვითარება

სტრატეგიული განვითარების სამსახურის მიზანია, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით ინსტიტუციური სტრატეგიული დაგეგმვისა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა, სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით;

შეიმუშაოს შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების და სამწლიანი სამოქმედო გეგმები, უზრუნველყოს მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა, კონტროლი და მონიტორინგი;

უზრუნველყოს უნივერსიტეტის მუდმივი განვითარება, განათლების სფეროში ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე საუკეთესო, თანამედროვე მიდგომების მოძიებითა და მათი დანერგვით;

უზრუნველყოს უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის საჭირო კვლევების ჩატარება და მონაცემთა ანალიზი.

სტრატეგიული განვითარების სამსახურის ფუნქციებია:
სტრუქტურულ ერთეულებთან, სკოლებთან შეთანხმებით განსაზღვროს და შეიმუშაოს სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია;

შეიმუშაოს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მონიტორინგის მექანიზმები;

უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების ჩართულობით უნივერსიტეტის მისიის, ხედვის და ღირებულებების განსაზღვრა;

უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად სტრატეგიული დაგეგმვისთვის საჭირო პროცესების ორგანიზება;

უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების ჩართულობით უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;

უზრუნველყოს სტრუქტურული ერთეულების/სკოლების სამოქმედო გეგმების შემუშავების მხარდაჭერა უნივერსიტეტის ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისად;

უზრუნველყოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების და სკოლების მიერ სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების პროცესის ზედამხედველობა;

უზრუნველყოს უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებისთვის საჭირო ანგარიშების და დოკუმენტების შემუშავება (სამოქმედო გეგმის შესრულების, მონიტორინგის ანგარიშები და სხვა);

საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მოდიფიცირება;

უზრუნველყოს უნივერსიტეტის ბიზნესპროცესების უწყვეტობის გეგმის შემუშავების კოორდინირება, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობა, მისი პერიოდული განახლებისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;

ყოველი სემესტრის ბოლოს განიხილოს სტრუქტურული ერთეულების მიერ
წარმოდგენილი საქმიანობის ანგარიშები და საჭიროების შემთხვევაში შემდგომი განხილვისთვის შედეგები წარუდგინოს პრორექტორს ადმინისტრაციის დარგში მმართველ საბჭოზე წარსადგენად;

აკადემიური წლის ბოლოს განიხილოს სტრუქტურული ერთეულების/სკოლების მიერ წარმოდგენილ წლიური საქმიანობის ანგარიშები, რის საფუძველზეც ადმინისტრაციული დარგის პრორექტორთან ერთად განხორციელდება უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მიზნების, ინდიკატორების, აქტივობების შეფასება-მოდიფიცირება;

მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მენეჯმენტთან შეხვედრებში, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხილვის მიზნით;

უზრუნველყოს საჭიროების მიხედვით უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/სკოლების ჩართულობით, საუკეთესო პრაქტიკის მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;

უზრუნველყოს ყველა იმ დამატებითი ღონისძიების განხორციელება, რაც წინამდებარე დებულებით პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირშია მისი ფუნქციების შესრულებასთან;

სამსახურს აქვს უფლებამოსილება ადმინისტრაციული დარგის პრორექტორთან შეთანხმებით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, სკოლების ჩართულობით, დაგეგმოს/განახორციელოს უნივერსიტეტის სტრატეგიული დაგეგმვისთვის საჭირო საქმიანობა.

სტრატეგიული განვითარების სამსახურის დებულება სრულად.