განცხადება პირველკურსელებისთვის! - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

განცხადება

მოგესალმებით, ძვირფასო პირველკურსელებო!

გილოცავთ, აკადემიური სასწავლო წლის დაწყებას!

მომავალ კვირას მობილურ ნომერზე მიიღებთ სისტემაში შესასვლელად საჭირო მონაცემებს (მომხმარებლის სახელსა და პაროლს). შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ბაზას და მის ფუნქცია/შესაძლებლობებსა და სერვისებს.

პლატფორმაზე შესვლის შემდეგ იხილავთ თანხას, რომელიც, გრანტების  (სახელმწიფო გრანტის, გრანტს+გრანტის, ოქროს მედლის და ვაუჩერის) გათვალისწინებით, 8 ტოლ ნაწილად არის დაყოფილი. გადასახადი უნდა გადაიხადოთ რეგისტრაციის დაწყებამდე, თქვენი პირადი ნომრით, მობაილ ბანკის ან სწრაფი გადახდის აპარატებით.

აკადემიური რეგისტრაცია გაიხსნება 24 სექტემბრის 15:00 საათზე და გაგრძელდება 27 სექტემბერის ჩათვლით.  ამ პერიოდში შეძლებთ თქვენთვის განკუთვნილი საგნებისა და ჯგუფების არჩევას, ხოლო 12 ოქტომბრამდე, სურვილის შემთხვევაში, შეგეძლებათ განრიგის შეცვლა.

აკადემიური რეგისტრაციის დაწყებამდე  ჩაინიშნება ონლაინ  შეხვედრები ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით, სადაც მიიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას და დასვამთ თქვენთვის საინტერესო კითხვებს. გთხოვთ, ჩამოწეროთ Zoom-ის აპლიკაცია. ონლაინ შეხვედრების ბმულს მიიღებთ SMS-ით.

გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!