სიახლეები
- მთავარი
- /
- IBSU მედიაში
- /
- ამერიკის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საღამო IBSU-ში
- 11/07/2018
ამერიკის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საღამო IBSU-ში
4 ივლისს, ამერიკის მეგობართა კლუბმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღებას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს საზეიმო სიტყვით მიმართა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ელიზაბეტ რუდმა.