სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ს ამერიკელი პროფესორი რიშელ როჯერსი...
  • 03/11/2022

IBSU-ს ამერიკელი პროფესორი რიშელ როჯერსი ესტუმრა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ამერიკელი პროფესორი, ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის „ციფრული მედიის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი რიშელ როჯერსი ესტუმრა.

რიშელ როჯერსი შეხვდა შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორს, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანს, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს დალი ოსეფაშვილს და მაგისტრანტებს. შეხვედრაზე მან მასტერკლასი ჩაატარა ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა დეზინფორმაცია.

ამერიკელმა პროფესორმა მაგისტრანტებს დიპ ფეიქების (ყალბი ვიდეო ამბების) გამოვლენის ხერხები გააცნო,  ამერიკული მაგალითების გამოყენებით და ამომწურავად უპასუხა მათ შეკითხვებს. შეხვედრა ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამა, აშშ- საელჩოს მედიაგანათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ორი წლის წინ, რიშელ როჯერსის კონსულტაციებით მომზადდა.