განცხადებები
- მთავარი
- /
- განცხადებები
- /
- გრაფიკული დიზაინის შემოქმედებითი ტური
გრაფიკული დიზაინის შემოქმედებითი ტური
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვან პროგრამაზე შემოქმედებითი ტური ჩატარდება 9 და 10 ივნისს, 12:00 საათზე.
კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ პორტფოლიო და ადგილზე უნდა შეასრულონ დავალება.
ტურის ფარგლებში კანდიდატს ეძლევა 5 საათი, რათა შეასრულოს თავისუფალი გრაფიკული კომპოზიცია (შავ-თეთრი). კანდიდატებმა შემოქმედებითი ტურზე თან უნდა იქონიონ პერსონალური სახატავი ატრიბუტები (ფანქარი, საშლელი, სათლელი).
კანდიდატის მიერ წარდგენილი პორტფოლიო უნდა მოიცავდეს:
შავ-თეთრ გრაფიკულ ნამუშევარს – 3 ნახატი (მასალა – ფანქარი, ტუში, მელანი, შავი ფლომასტერი და ა.შ. ნამუშევრის ფორმატი არ უნდა აღემატებოდეს A3-ს);
ფერში შესრულებულ ნამუშევარს – 3 ნახატი (მასალა: აკვარელი, ტემპერა, გუაში, ფერადი ფანქარი, პასტელი, ფერადი ფლომასტერები, აკრილი, დასაშვებია შერეული საშუალებების გამოყენება; ნამუშევრის ფორმატი არ უნდა აღემატებოდეს A3);
თავისუფალი ნამუშევარი, რომელიც აჩვენებს მის ინდივიდუალურ შემოქმედებით შესაძლებლობებს – 3 ნახატი (ნამუშევრის ფორმატი არ უნდა აღემატებოდეს A3);
- პორტფოლიოს განხილვა – 9 ივნისი, 12:00 საათი
- შემოქმედებითი ტური – 10 ივნისი, 12:00 საათი
- აპელაცია – 11 ივნისი, 12:00 საათი
მონაწილეებს შეუძლიათ ნამუშევრების მოტანა და დატოვება 15 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა, 14:00 დან 17:00 საათამდე) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N2 A323).
შემოქმედებით ტურზე აუცილებელია რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/uAj4sqQNfu9bAQ836