განცხადებები
- მთავარი
- /
- განცხადებები
- /
- გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობა გამოცხადდა
27/12/2024
გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობა გამოცხადდა
განისაზღვრა 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობა ვადები.
მობილობის ეტაპები შემდეგია:
- სკოლის/პროგრამის შეცვლის მსურველის განცხადების მიღება შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურებისა და რეესტრის სამსახურის მიერ – 2025 წლის 8 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით;
- ჩასარიცხ პირთა შედარების აქტების მომზადება შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სკოლების მიერ – 2025 წლის 1 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით;
- შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება – 10 თებერვალი – 16 თებერვალი;
- შიდა მობილობის წესით სტუდენტის სკოლის/პროგრამის შეცვლის შესახებ რექტორის ბრძანების მომზადება – 24 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
შიდა მობილობისთვისთვის მიმართეთ სტუდენტთა მომსახურეობისა და რეესტრის სამსახურს: ნია გინტური, მეგი სეხნიაშვილი.
E-mail: studentaffairs@ibsu.edu.ge
ოთახი: A208