განცხადებები

  1. მთავარი
  2. /
  3. განცხადებები
  4. /
  5. გამოცხადდა მიღება VIRTUALLYEDU-ს მეორე გაცვლით...
10/01/2025

გამოცხადდა მიღება VIRTUALLYEDU-ს მეორე გაცვლით პროგრამაზე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და შვედეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად, აცხადებს მიღებას VIRTUALLYEDU (ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება) რიგით მეორე გაცვლითი პროგრამისთვის, რომელიც თებერვალში გაიმართება.

Erasmus+ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის ძირითადი მისიაა ციფრული ცოდნის პოპულარიზაცია და კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება სტუდენტებში, რაც ხელს შეუწყობს ციფრული უნარების განვითარებას, დასაქმების ხელშეწყობასა და ახალგაზრდული ქსელის გაძლიერებას ევროკავშირსა და ევროკავშირ წევრ ქვეყნებს შორის.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ცოდნა კიბერუსაფრთხოების და ციფრული ტექნოლოგიების სფეროებში ვირტუალური მობილურობით და მონაწილეობა მიიღონ ციფრულ ჰაკათონში. აღნიშნული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შეძლებთ ჩაერთოთ ინტერაქტიულ სესიებში, სემინარებსა და ერთობლივ პროექტებში.

პროგრამის უპირატესობები:

  • ახალი კონტაქტები: შეხვდით სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან და შეიძინეთ ახალი მეგობრები
  • სემინარები: მონაწილეობა მიიღეთ სხვადასხვა აქტივობებში
  • კულტურული გაცვლა: გაუზიარეთ სხვებს თქვენი უნიკალური პერსპექტივები ახალი იდეებისა და ტრადიციების აღმოჩენისას
  • მონაწილეობა: პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო, რომლის ბოლოს შეგეძლებათ მოიპოვოთ საინტერესო პრიზები

სარეგისტრაციო ბმული – https://bit.ly/426AYWE
ადგილები შეზღუდულია, დარეგისტრირდით 18 იანვრამდე.