განცხადებები

  1. მთავარი
  2. /
  3. განცხადებები
  4. /
  5. გრაფიკული დიზაინის შემოქმედებითი ტური
01/05/2025

გრაფიკული დიზაინის შემოქმედებითი ტური

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემოქმედებითი ტური ჩატარდება 9 და 10 ივნისს, 12:00 საათზე.

კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ პორტფოლიო და ადგილზე უნდა შეასრულონ დავალება.

ტურის ფარგლებში კანდიდატს ეძლევა 60 წუთი, რათა დამატებით შეასრულოს თავისუფალი გრაფიკული კომპოზიცია (შავ-თეთრი). კანდიდატებმა შემოქმედებითი ტურზე თან უნდა იქონიონ სახატავი ატრიბუტები (ფანქარი, საშლელი, სათლელი).

კანდიდატის მიერ წარდგენილი პორტფოლიო უნდა მოიცავდეს:

  • შავ-თეთრ გრაფიკულ ნამუშევარს – 3 ნახატი (მასალა – ფანქარი, ტუში, მელანი, შავი ფლომასტერი და ა.შ. ნამუშევრის ფორმატი არ უნდა აღემატებოდეს A3-ს);
  • ფერში შესრულებულ ნამუშევარს – 3 ნახატი (მასალა: აკვარელი, ტემპერა, გუაში, ფერადი ფანქარი, პასტელი, ფერადი ფლომასტერები, აკრილი, დასაშვებია შერეული საშუალებების გამოყენება; ნამუშევრის ფორმატი არ უნდა აღემატებოდეს A3);
  • თავისუფალი ნამუშევარი, რომელიც აჩვენებს მის ინდივიდუალურ შემოქმედებით შესაძლებლობებს – 3 ნახატი (ნამუშევრის ფორმატი არ უნდა აღემატებოდეს A3);

.📌 მონაწილეებს შეუძლიათ ნამუშევრების მოტანა და დატოვება როგორც 15 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა, 14:00 დან 17:00 საათამდე)  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N2 A323), ასევე უშუალოდ ტურის დღეს.

შემოქმედებით ტურზე აუცილებელია რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:

https://forms.gle/uAj4sqQNfu9bAQ836