განცხადებები

  1. მთავარი
  2. /
  3. განცხადებები
  4. /
  5. საქართველოს სტარტაპების ეროვნული შეჯიბრი
13/06/2025

საქართველოს სტარტაპების ეროვნული შეჯიბრი

მოხარული ვართ, გაცნობოთ, Georgian Startup Summit & Startup World Cup Georgia 2025 – საქართველოს სტარტაპების ეროვნული შეჯიბრის შესახებ,  მსოფლიოს უმსხვილეს სტარტაპ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. წლევანდელი ფინალის გამარჯვებული მიიღებს უნიკალურ შესაძლებლობას, წარსდგეს სილიკონ ველის გლობალურ სცენაზე, 100-ზე მეტი ქვეყნის სტარტაპ ჩემპიონთან ერთად და იბრძოლოს Pegasus Tech Ventures-ის $1 მილიონიანი საინვესტიციო პრიზისთვის. ეს არის ფონდი, რომელმაც ხელი შეუწყო ისეთ კომპანიებს, როგორიცაა SpaceX და 23andMe.

მთავარი ღონისძიება

თარიღი: 19 ივნისი, 2025
ადგილმდებარეობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)

სამიტი აერთიანებს საქართველოს ყველაზე პერსპექტიულ დამფუძნებლებს, გლობალური ვენჩურული კაპიტალის წარმომადგენლებს, სტარტაპ ეკოსისტემის ლიდერებს და ტექნოლოგიების ენთუზიასტებს – ინოვაციაზე, ინვესტიციებსა და გლობალურ ზრდაზე ორიენტირებული ენერგიული შეკრებისთვის.

რას უნდა ველოდოთ 19-ში:

• შედეგზე ორიენტირებული ვორქშოფები: ფანდრაიზინგი, იურიდიული საკითხები, პროდუქტის ოპერაციები
• სტარტაპ ექსპო და ღია ნეთვორქინგი
• ღია დიალოგები, პანელები და საერთაშორისო სპიკერები
Startup World Cup Georgia-ის ფინალი –  ტოპ 10 სტარტაპი წარდგება რეალურ სცენაზე!! უნიკალური შესაძლებლობა, მოუსმინოთ მათ იდეებსა და გამოცდილებას.
• VIP შეხვედრა მოწვეული სტუმრებისა და სპიკერებისთვის

20 ივნისი – მხოლოდ ინვესტორებისთვის განკუთვნილი დღე

დღე განკუთვნილია კერძო ნეთვორქინგისთვის, საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობისა და მოზიდვისთვის (dealflow discovery), ასევე, ექსკლუზიური Roundtable-ებისთვის წამყვან ინვესტორებთან, LP-ებთან და family office-ებთან ერთად.

მაშინ, როცა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა გლობალურ მნიშვნელობას იძენს, ჩვენი სამიტი გთავაზობთ სრულყოფილ პლატფორმას დაუკავშირდეთ პროგრესულად მოაზროვნე ინოვატორებსა და ინვესტორებს კავკასიის უძველეს უნივერსიტეტში, თსუ-ს ისტორიულ, აკადემიურ გარემოში. 

სპიკერები, პანელისტები და ვორქშოფების მენტორები:

  • Bill Reichert — პარტნიორი Pegasus Tech Ventures-ში; სილიკონ ველის ლეგენდა ვეტერანი და დამწყები სტარტაპების გლობალური ინვესტორი
  • Sheel Mohnot — Better Tomorrow Ventures-ის დამფუძნებელი და გენერალური პარტნიორი; გლობალური ფინტექ ინვესტორი პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის
  • Chris Burry — Global Innovation Dojo-ს დამფუძნებელი; სტარტაპების გლობალური მენტორი
  • Haytham El-Azaizy — Intuitio VC-ს მმართველი პარტნიორი (საუდის არაბეთში); Top 40 Under 40 MENA
  • Justin Hwa — ელექტრონული კომერციისა და AI ექსპერტი; Ebay-ის გლობალური ინოვაციების ყოფილი ხელმძღვანელი
  • Sameer Sortur — SquareCircle Ventures-ის დამფუძნებელი პარტნიორი; Startup Grind Dubai-ის დირექტორი
  • Colin Donohue — Startup Connect-ის დამფუძნებელი და Global Innovation Dojo-ს თანადამფუძნებელი; აკავშირებს ინვესტორებსა და დამფუძნებლებს