განცხადებები

  1. მთავარი
  2. /
  3. განცხადებები
  4. /
  5. ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი უკვე IBSU-ში
21/03/2025

ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი უკვე IBSU-ში

ვეძებთ ყველა მომავალ ლიდერს! მზად ხართ განავითაროთ თქვენი გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარები ბიზნესის გამოწვევებით სავსე სამყაროში?

მაშინ შემოუერთდი ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსს!

შეკრიბე შენი გუნდი (სავალდებულოა 5 წევრი) და დარეგისტრირდი 23 აპრილამდე, რათა გააუმჯობესო შენი ანალიტიკური უნარები, კომუნიკაცია და სტრატეგიული აზროვნება.

კონკურსის ეტაპები:

  • ღია რაუნდი – 2 მაისი
  • ნახევარფინალური ტური – 12 მაისი
  • ფინალური ტური – 22 მაისი

ვის შეუძლია მონაწილეობა?

თუ თქვენ ხართ IBSU-ს ბიზნესის სკოლის სტუდენტები და გუნდში გყავთ მინიმუმ 3 წევრი, რომელიც თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას (ყველა ბიზნესქეისი ინგლისურ ენაზეა), შეგიძლიათ ახლავე დარეგისტრირდეთ!

რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?

აქ მოიპოვეთ რეალურ ბიზნეს სამყაროში გამოცდილებას, გაიუმჯობესებთ კრიტიკული აზროვნების უნარებს და მოახდენთ მნიშვნელოვან გავლენას თქვენს მომავალ კარიერაზე!

როგორ დავრეგისტრირდეთ?

შექმენით გუნდი
გამოაგზავნეთ განაცხადი
მიიღეთ დასტური – 3 დღის განმავლობაში!

იხილეთ დეტალები და დარეგისტრირდით აქ: https://forms.gle/T4TxDuMgNPiqUwdn8

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ლიზი ჭონქაძეს –  lizi.chonkadze@ibsu.edu.ge

არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა!