განცხადებები
- მთავარი
- /
- განცხადებები
- /
- IBSU აცხადებს რიგ-გარეშე მობილობას 2024...
30/09/2024
IBSU აცხადებს რიგ-გარეშე მობილობას 2024 წელს სდასუ-ში ჩარიცხული სტუდენტებისთვის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს რიგგარეშე მობილობას 2024 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტებისთვის.
სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს IBSU-ში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება
- დოკუმენტ(ებ)ის ორიგინალი ან დამოწმებული ასლი/ასლები რომელიც არეგულირებს სტუდენტურ სტატუსს (მაგ. ჩარიცხვის/აღდგენის/სტატუსის შეჩერების/სტატუსის შეწყვეტის აქტი)
- უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი (სასწავლო კომპონენტების კრედიტების რაოდენობისა და შეფასების მითითებით)
- პირის საიდენტიფიკაციო ბარათის (ID) ასლი
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან უმაღლესი განათლების წინა საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი
- ორი ფოტოსურათი (3X4), (ნაბეჭდი და ელექტრონულ მატარებელზე)
- მამრობითი სქესის სტუდენტებისათვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი
- მობილობის წესით სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ჩარიცხვის შემთხვევაში, კანდიდატის მიერ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
● საბუთებთან და მობილობის პროცესთან დაკავშირებით – სტუდენტთა მომსახურებისა და რეესტრის სამსახურს ელ. ფოსტაზე: studentaffairs@ibsu.edu.ge
ტელეფონი: 032 2800064 (133/155)
● პროგრამასთან და კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებით – შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელს.