განცხადებები
- Home
- /
- განცხადებები
- /
- Street Art IBSU-ში
Street Art IBSU-ში
გინდა, რომ IBSU-ს ეზო შენივე ხელით შეცვალო? მაშინ ეს პროექტი შენთვისაა!
IBSU-ს არქიტექტურის პროგრამა და საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაცია გაძლევენ შანსს, ჩაერთო უმაგრეს კოლაბორაციაში ქართველ და უცხოელ წამყვან არტისტებთან ერთად. თემა: „მომავლის ტრანსფორმაცია“ (განათლება, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის ჰარმონიული თანაარსებობა ტექნოლოგიებთან).
როგორ უნდა ჩაერთო?
არ არის აუცილებელი კედელზე მუშაობის გამოცდილება გქონდეს, მთავარია გქონდეს იდეა, მასშტაბირებაში კი პროფესიონალები დაგეხმარებიან!
1. შექმენი ესკიზი (21 – 31 მაისი): დახატე ციფრულად (Photoshop, Illustrator, Procreate) ან ფურცელზე. სტილი თავისუფალია – მურალი, ილუსტრაცია ან გრაფიკული დიზაინი.
2. დაწერე მოკლე კონცეფცია: ახსენი შენი ნამუშევრის აზრი.
3. გამოგვიგზავნე პაკეტი: ესკიზი + კონცეფცია + შენი მონაცემები (სახელი, გვარი, სკოლა, კურსი, ტელეფონი).
პროექტის ეტაპები:
• 1 ივნისი – ვორქშოფები & ლექციები: გაიგებ ყველაფერს ქუჩის ხელოვნებაზე და თავად შექმნი საკუთარ სტენსილ (შაბლონურ) ნამუშევარს.
• 5 ივნისი – დიდი ფინალი (მოხატვის დღე): საუკეთესო ესკიზებს გადავიტანთ IBSU-ს ეზოს კედელზე!
ვიმუშავებთ სპრეებით, ფუნჯებით.
გამოიყენე ეს შანსი, გააფერადე შენი სტუდენტობა და დაუტოვე შენი კვალი IBSU-ს!
რეგისტრაცია: https://forms.gle/CFX9F6euZBvpWATv6
ნამუშევრების გამოგზავნა აქ: architecture@ibsu.edu.ge.
მეილის სათაურში მიუთითეთ: Street Art