[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი თეა თოდუა სტუდენტებს შეხვდა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე დეკანმა კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის პროგრამების  სტუდენტებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები გააცნო და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

IBSU-ს პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი რექტორი კახა შენგელია და მარკეტერი სტუდენტები იმყოფებოდნენ ზედაზენზე ლაშქრობაში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პოლონეთის ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის პროფესორებს უმასპინძლა. ევა კოვალსკა, იოანა ჩეხომსკა, კამილა შჩეპანოვსკა და მაგდალენა კესკა IBSU-ს ერაზმუს + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ და შეხვედრები გამართეს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლისა და ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონფერენციებისა და პუბლიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა დოქტ. გივი ამაღლობელმა და აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. დოქტ. თეა ჭუმბურიძემ მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში  გამართულ  ეკოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში (International Conference on

ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ AIESEC (აისეკი) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართა საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი პროგრამების შესახებ. AIESEC-ის წარმომადგენლებმა განიხილეს სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის Global Teacher, Global Talent, და Global Volunteer.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საზოგადოებაში ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, IBSU-ს სტუდენტებთან საჯარო ლექცია ჩაატარეს. ინტერაქტიურ შეხვედრაზე განიხილეს ტექნოლოგიების კუთხით გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები, საქართველოს მსგავსი ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პრაქტიკა მსოფლიოში, ხმის დათვლის პროცესი და ამომრჩეველთა აქტივობის და წინასწარი მონაცემების გადაცემის

2023 წლის, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე ჩატარდება თინათინ გაბრიჩიძის  სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა “დაფინანსებისა და ფინანსური მენეჯმენტის განათლების ხარისხზე ზეგავლენის ფაქტორები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (საქართველოს კერძო და საჯარო უნივერსიტეტების მაგალითზე)” შზსუ-ს საკონფერენციო ოთახი კორპუსი A, N 101. დისერტაციას შეგიძლიათ გაეცნოთ IBSU-ს ბიბლიოთეკაში.

“დევექსპერტის” წარმომადგენელმა, Frontend დეველოპერმა, ნიკიტა ლიტოვჩენკომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე “აპლიკაციის არქიტექტურის ძირითადი პრინციპები."          

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ინტელექტუალურ შეჯიბრში "რა? სად? როდის?" პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა  საუნივერსიტეტო თამაშში, რომელიც წელს მეორედ ჩატარდა, შვიდი გუნდი მონაწილეობდა. თამაშს უძღვებოდა კლუბის "რა? სად? როდის?" პრეზიდენტი გიორგი მოსიძე. ინტელექტუალური შეჯიბრი სტუდენტური day-off-ების მიერ ორგანიზებული პროექტის Educational Party-ის ფარგლებში