ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მიზანს წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო აკადემიური ინსტიტუტებისა და ბიზნესის სექტორისთვის მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ დასახული მიზნების მაქსიმალურ განხორციელებას, პრობლემური საკითხების გადაჭრას და მათი კვლევის სფეროსა და ორგანიზაციების განვითარებას. სადოქტორო დონეზე ჩატარებული კვლევა საშუალებას აძლევს სტუდენტს წვლილი შეიტანოს არსებული ცოდნის განახლებასა და გაღრმავებაში. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჩამოყალიბდნენ როგორც წარმატებული მკვლევრები და შესაბამისი დარგის (მენეჯმენტი/მარკეტინგი/ფინანსები) ექსპერტები.
IBSU-ს ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორს შეუძლია იმუშაოს როგორც კომერციულ ისე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, საჯარო მმართველობის და სხვა მსგავსი მიმართულებებით. მას შეუძლია აგრეთვე ჩაატაროს სამეცნიერო კვლევები თავის დარგში.
IBSU-ს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი შეიძლება დასაქმდეს: უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებში; საჯარო და კერძო ბიზნეს კომპანიებში; მასმედიისა და საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრებში; როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი.
აქართველოს მოქალაქე დოქტორანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:
შენიშვნა: უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://iro.ibsu.edu.ge/admissions/
ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 3540 ლარი
ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 დოლარი
შავი ზღვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის სადოქტორო პროგრამებზე მოქმედებს 10%-იანი გრანტი.
მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 3 წელი, 60 ECTS