[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ეკონომიკა (ქართულენოვანი)

ბიზნესის სკოლა

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ფართო ცოდნა ეკონომიკის თეორიების, პრინციპების, მოდელების, ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ და იქნებიან კონკურენტუნარიანები, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე, ისე განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად; სტუდენტებს გამოუმუშაოს ეკონომიკის სფეროში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების, ეკონომიკის სხვადასხვა დონეებზე (მიკრო, მაკრო, საერთაშორისო) მიმდინარე პროცესების შესახებ მონაცემების შეგროვების, განმარტების, ანალიზის, დასკვნების ჩამოყალიბებისა და არგუმენტირებული ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი; სტუდენტებმა შეძლონ ეკონომიკის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის მომზადება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად და მოახდინონ მისი ეფექტური წარდგენა დაინტერესებული აუდიტორიისათვის.

დასაქმების სფერო

საბაკალავრო პროგრამა შესანიშნავ გამოცდილებას აძლევს იმ პირებს, ვინც კარიერის დაწყებას სახელმწიფო და კერძო საწარმოებში გეგმავს, ამზადებს ეკონომიკის დარგში პოსტ-საბაკალავრო განათლების მიღების მსურველებს. კერძოდ, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ სამთავრობო სტრუქტურებში, როგორიცაა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სხვა ორგანიზაციების ეკონომიკური  დეპარტამენტები. ამასთანავე, კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც სპეციალიზირდებიან ეკონომიკაში, სამეცნიერო კვლევით ცენტრებში, რომლებიც იკვლევენ ძირითად ეკონომიკურ ტენდენციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბანკებსა და კერძო კომპანიებში.  შეძლებენ სწავლის გაგრძელებას სამაგისტრო საფეხურზე.

პროგრამაზე მიღების წინაპირობა

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

ჩასაბარებელი ძირითადი საგნები: ქართული ენა, უცხო ენა (გერმანული, ინგლისური, რუსული ან ფრანგული). მესამე ჩასაბარებელი საგანია მათემატიკა.

საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე.

შენიშვნა: უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://iro.ibsu.edu.ge/ka/მიღება/)

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქისთვის: 2990 ლარი.

საერთაშორისო სტუდენტებისთვის : 4500 აშშ დოლარი.

გაითვალისწინეთ! ეკონომიკის პროგრამის საფასურზე არ ვრცელდება უნივერსიტეტში მოქმედი შიდა გრანტების და შეღავათების სისტემა.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ეკონომიკის ბაკალავრი/Bachelor in Economics
სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: 4 წელი, უნივერსიტეტი იყენებს კრედიტების ტრანსფერის ევროპულ სისტემას (ECTS): 1 კრედიტი = 25 საათს, რომელიც ფარავს როგორც საკონტაქტო, ისე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის საათებს. პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების მოცულობაა 240 კრედიტი.

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: აფილირებული ასოცირებული პროფესორი აზერ დილანჩიევ.
ელ-ფოსტა: adilanchiev@ibsu.ge
ტელეფონი: + (995) 32 2 800 064
ოთახი: A317