სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. ბიზნესის სკოლა
  4. /
  5. “ბიზნეს ანბანი” ტრენინგებს იწყებს
  • 06/10/2021

“ბიზნეს ანბანი” ტრენინგებს იწყებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტურმა პროექტმა “ბიზნეს ანბანი”  ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. ონლაინ ტრენინგები 11 ოქტომბრიდან დაიწყება.

პროექტის დახმარებით მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ გაიგონ უფრო მეტი ბიზნესის მიმართულებების, კერძოდ,

მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტის, ბუღალტერიის, ტურიზმის შესახებ. ტრენინგებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ატარებენ.

ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა:

ტრენინგების შემდეგ ჩატარდება ონლაინ ქვიზი შეხვედრებზე განხილული თემების შესახებ.  ქვიზის შედეგებით კი გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ “ბიბლუსის” ვაუჩერები.

1-ლი ადგილი – 70 ლარიანი ვაუჩერი
მე-2 ადგილი – 50 ლარიანი ვაუჩერი
მე-3 ადგილი – 30 ლარიანი ვაუჩერი

აგრეთვე, ქვიზის თითოეულ გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა ილუზიების მუზეუმის 2 მოსაწვევი.

ტრენინგები ჩატარდება 11-15 ოქტომბერს, 18:00 საათზე. პროექტში მონაწილეობა უფასოა.

ამასთან,  ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, რომლებიც შავი ზღვის უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში 10% გრანტით უზრუნველყოფს მონაწილეს.