[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კომპიუტერული მეცნიერება (ქართულენოვანი)

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა

პროგრამის მიზანი

კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მიზანია: კურსდამთავრებულებს მისცეს საფუძვლიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კომპიუტერული მეცნიერების ფუნდამენტურ და თანამედროვე მიმართულებებში, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერების მათემატიკური საფუძვლები, ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები, კომპიუტერული სისტემები, ქსელები და მათი უსაფრთხოება, მონაცემთა ბაზები, პროგრამული ინჟინერია, კომპიუტერის არქიტექტურა, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მეთოდები და სხვა;  საშუალება მისცეს კურსდამთავრებულებს უპასუხონ თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მოამზადოს საერთაშორისო დონის შესაბამისი კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომელთაც შეეძლებათ დასაქმდნენ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში; საშუალება მისცეს კურსდამთავრებულებს გააგრძელონ სწავლა აკადემიური განათლების შემდეგ საფეხურზე კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის, საინფორმაციო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობებით

დასაქმების სფერო

კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა მოამზადებს საერთაშორისო დონის შესაბამის კონკურენტუნარიან სპეციალისტებს. კურსდამთავრებულის მიერ შეძენილი ცოდნა და უნარები, მას საშუალებას მისცემს უპასუხოს თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებს. კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც ის პრაქტიკულად განახორციელებს ძირითად პროფესიულ ფუნქციებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფში მუშაობის დროს. კერძოდ, შეძლებს იმუშაოს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად, მონაცემთა ანალიტიკოსად, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტად, ქსელების ადმინისტრატორად და ა.შ. კურსდამთავრებულს აგრეთვე შეუძლია სწავლა გააგრძელოს აკადემიური განათლების შემდეგ საფეხურზე კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის, საინფორმაციო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობებით.

პროგრამაზე მიღება

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

ჩასაბარებელი ძირითადი საგნები: ქართული ენა, უცხო ენა (გერმანული, ინგლისური, რუსული ან ფრანგული). მესამე ჩასაბარებელი საგანია მათემატიკა ან ფიზიკა.

საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.

საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/ka/მიღება/ ).

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის: 4990 ლარი.

საერთაშორისო სტუდენტებისთვის: 4500 აშშ დოლარი.

________________________________________________________________________________________________

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი

სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების მოცულობაა 240 კრედიტი, მათ შორისაა: აკადემიური წერა – 5 კრედიტი; კომპიუტერული მეცნიერებების სავალდებულო საგნები – 142 კრედიტი; კომპიუტერული მეცნიერებების არჩევითი საგნები – არანაკლებ 50 კრედიტი. თავისუფალი (მათ შორის დამატებითი სპეციალობის) საგნები – 43 კრედიტი

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: დოქტორი ნიკოლოზ აბზიანიძე
ელ-ფოსტა:  nabzianidze@ibsu.edu.ge

ტელეფონი: + 995 322 800 064

ოთახი: A310