სიახლეები
- 17/04/2024
EBSCO-ს ბაზების გამოყენების ტრენინგი
2024 წლის აპრილიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, EBSCO, რომელიც წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო გამოცემების უდიდეს კოლექციას.
EBSCO EP Package PREMIER პაკეტში შემავალი 11 ელექტრონული ბაზა მოიცავს მრავალფეროვან აკადემიურ რესურსებს, ელექტრონულ ინდექსირებად ჟურნალებს, სამეცნიერო სტატიებს, ელექტრონულ წიგნებს, კვლევის ანგარიშებს, ვიდეო მასალებს, სასწავლო და კვლევით რესურსებს და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დარგის ათასობით ჟურნალს, სრულ ტექსტებს, აბსტრაქტებს და ინდექსირებულ ჟურნალებს.
მონაცემთა ბაზები მკვლევართა საჭიროებებზეა მორგებული და ღირებულ, მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ მასალებს შეიცავს, რაც ეხმარება მკვლევარებს კვლევითი პროდუქტის შექმნაში; EBSCO-ს გამოყენების მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მონაცემთა ბაზები უახლეს რესურსებს აწვდის მომხარებელს და ემსახურება სამეცნიერო-კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას.
EBSCO EP Package PREMIER ელიტ პაკეტში შემავალი სამეცნიერო ბაზებით სარგებლობა შეეძლებათ უნივერსიტეტის როგორც აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, ასევე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს; ბაზაზე წვდომა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტიდან, ასევე უნივერსიტეტის ტერიტორიის მიღმაც;
IBSU-ს აკადემიურ პერსონალს ელექტრონული ბაზის გამოყენების შესახებ EBSCO-ს წარმომადგენელმა, ალექსანდრ რიტაუმ ტრენინგი ჩაუტარა. მან დეტალურად მიმოიხილა EBSCO-ს ბაზების გამოყენების სპეციფიკა, მისი მნიშვნელობა და ღირებულება. ტრენინგს ესწრებოდა ასევე შპს Innovative Systems Management-ის დირექტორი, ნანა ხუსკივაძე, რომელმაც აუდიტორიის შკითხვებს დეტალურად უპასუხა.